ფეხბურთი

2:34 | 3.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მოდრიჩს 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი შესაძლოა დააპატიმრონ. ხორვატ ფეხბურთელს ბრალი ყალბი ჩვენების მიცემაში ედება, ეს კი ადგილობრივი კანონმდებლობით 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

გამოცემა Vecernji list-ის ინფორმაციით, მოდრიჩმა სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა ზაგრების „დინამოს“ ყოფილი პრეზიდენტის ზდრავკო მამიჩის თაობაზე და ამავდროულად „ტოტენჰემში“ 2008 წელს თავისი ტრანსფერის შესახებაც.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, არაა გამორცხული 32 წლის ფეხბურთელს პატიმრობა შეეფარდოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121197