ფეხბურთი

20:53 | 2.03.2018 | ნანახია 3249 - ჯერ

ეროვნული ლიგა 2: “ნორჩი დინამო” გამარჯვებით იწყებს

ეროვნულ ლიგა 2-ში პირველი ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ლიგა 3-დან დაწინაურებულმა “ნორჩმა დინამომ” სტუმრად 3:2 სძლია ეროვნული ლიგიდან გავარდნილ ქობულეთის “შუქურას”.

“ნორჩ დინამოს” გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს: უმრავლესობა 30 წელს გადაცილებულია, ხოლო სევასტი თოდუა და ალეკო გოგობერიშვილი სულაც 40 წელს გადასცდნენ.

რაც შეეხება “ვიტ ჯორჯიასა” და “ცხინვალის” დაპირისპირებას, 1:1 დასრულდა. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ზედა ლიგისა არ იყოს, ეროვნული ლიგა 2-იც რთულად პროგნოზირებადია.

შუქურა (ქობულეთი) – ნორჩი დინამო (თბილისი) 2:3 (1:1)

გოლები: 1:0 ივანიაძე (25), 1:1 ჟვანია (34), 2:1 რაი (46), 2:2 ჟვანია (69), 2:3 ბეროშვილი (81)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ცხინვალი 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ნემსაძე (48), 1:1 ღუდუშაური (77)

გუშინ გაიმართა: თელავი - დინამო (ბათუმი) 1:0; შევარდენი (თბილისი) – სამგურალი (წყალტუბო) 0:2

3 მარტს 13:00 საათზე მარტვილში დაიწყება ტურის ბოლო მატჩი: მერანი (მარტვილი) - გაგრა


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:59 | 02.03.2020
dinamo222 (8587)

უმაგრესად ითამაშა და მარტო 32 ქულის გამო კი არა ყველა ბურთი ძალიან საჭირო დროებში ჩააგდო !

18:42 | 01.03.2020
KoRBeN DaLLaS (24842)

საქებარი სიტყვები სწორად შეარჩიეთ. "უზარმაზარი შენგელია" მამამისი კახა გახლავთ, თოკო "ბრწყინვალე შენგელიაა"

11:32 | 01.03.2020
baxt (1836)

ესპანური კარიერის საუკეთესო თამაში ჩაატარა თოკომ, 44 ეფექტიანობის მაჩვენებელი _ ფენომენალური რიცხვია!

03:05 | 01.03.2020
ronaldooooo (50)

ბრავო თოკო

0.063346
3249