მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტი ენრიკე სერესო ანტუან გრიზმანის “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლას და წინასწარ შეთანხმებას გამორიცხავს. “როხიბლანკოს” ხელმძღვანელმა აღნიშნულ თემაზე საინტერესოდ ისაუბრა.
“ერთადერთი, რაზეც გრიზმანი “ბარსელონას” დასთანხმდა, 3-4 გოლის გატანაა”, - ციტირებს სერესოს სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, რომ გრიზმანმა ბოლო ორი მატჩში 7 გოლი გაიტანა. “ატლეტიკო” კი “ბარსელონას” 4 მარტს დაუპირისპირდება. ეს გუნდები ესპანეთის ჩემპიონობისთვის იბრძვიან და სხვაობა 5 ქულაა კატალონელთა სასარგებლოდ.