“ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინი ლონდონში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. London Football Awards-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში 2017 წლის საუკეთესო მოთამაშის წოდება სწორედ 24 წლის ფეხბურთელს მიენიჭა.
კეინთან ერთად აღნიშნული ჯოლდოს მოსაპოვებლად სესარ ასპილიკუეტა (“ჩელსი”), ჰონ მინ სონი (“ტოტენჰემი”), კრისტიან ერიქსენი (“ტოტენჰემი”) და უილფრიდ ზაჰა (“კრისტალ პალასი”) იბრძოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინი გასულ წელს ინგლისის ჩემპიონატში 29 გატანილი გოლით ბომბარდირი გახდა.
ამავე ღონისძიებაზე დასახელდა საუკეთესო მწვრთნელი – როი ჰოჯსონი (“კრისტალ პალასი”) და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – რაიან სესენიონი (“ფულემი”).