თამაშგარე

14:40 | 2.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ენიკო მიჰალკს უნგრეთის ნაკრების თილისმობა სურს

ლამაზმანმრავლობით სახელგანთქმულ ქვეყნებში ცნობილი მოდელები საფეხბურთო ნაკრების თილისმის ტიტულისათვის ერთურთს რომ ეპაექრებიან - ეს ცნობილი ამბავია და ამაზე ბევრიც გვითქვამს. სხვა ქვეყნებს ცხადია არც უნგრეთი ჩამორჩება და ამ ქვეყანაშიც არაერთი გოგონა ოცნებობს უპირველესობაზე.

ცოტა ხნის წინ, ამ წოდებაზე პრეტენზია იტალიაში მოღვაწე უნგრელმა მოდელმა, ენიკო მიჰალკმაც გამოთქვა, რომელიც იძახის, რომ უნგრული ფეხბურის დაცემა სხვა ყველაფერთან ერთად იმ ხალხმაც გამოიწვია, რომლებიც მხოლოდ ამბიციებით საზრდოობენ, ფეხბურთის ცოდნა და სიყვარული კი უბრალოდ არ გააჩნიათ.

თავად ენიკო მიჰალკის ფეხბურთის სიყვარულზე და მეტადრე ცოდნაზე აქამდე უნგრეთში არაფერი სმენიათ და საინტერესოა, მართლაც რა იცის ამ გოგომ ამისთანა, რომ ყველას ქოქოლას აყრის. თავის საქმეში კი უნდა ვაღიაროთ, რომ ენიკო მართლაც პროფესიონალი ყოფილა და ევროპის არაერთ ბულვარული ჟურნალის ყდაზეც გამოჭიმულა.

0.188179