კალათბურთი

13:00 | 2.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ფიბას რეიტინგში პროგრესირებს

ფიბამ მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევი ეტაპის მეორე კალენდარული ფანჯრის შემდეგ სანაკრებო რეიტინგი განაახლა. საქართველოს ნაკრები კი, პროგრესს აგრძელებს და ერთი საფეხურით დაწინაურდა.

ილიას ზუროსის ნაკრების აქტივში 267.3 ქულაა და 26-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო აქამდე 27-ე პოზიციას ამაგრებდა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა თებერვალში ავსტრიას სტუმრად მოუგო, ხოლო გერმანიასთან თბილისში დამარცხდა.

რაც შეეხება მოწინავე პოზიციებს – სამეულში ერთადერთი ცვლილება მოხდა, საფრანგეთმა და სერბეთმა ადგილები გაცვალეს, ხოლო ლიდერი ისევ აშშ-ს ნაკრებია, ესპანეთი მეორე პოზიციაზე იმყოფება.

რაც შეეხებ ჩვენს მეტოქეებს შესარჩევ ციკლში: სერბეთი (642.9 ქულა) მეოთხეა, გერმანია (305.0) 22-ე, ხოლო ავსტრია (109.4) 56-ე ადგილზე იმყოფება.

რეიტინგი სრულად

0.145575