ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თებერვლის თვის საუკეთესო კალათბურთელებად აღმოსავლეთ კონფერენციაში ლებრონ ჯეიმსი, ხოლო დასავლეთში ენტონი დევისი აღიარეს.
“ნიუ ორლეანმა” თებერვლის თვეში 11-დან 8 შეხვედრა მოიგო. დევისი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 35 ქულა, 13 მოხსნა, 2.4 პასს და 2.1 ბლოკ-შოტს აგროვებდა.
“კლივლენდმა” 10-დან 6 შეხვედრა მოიგო. ლებრონი თვის საშუალო მონაცემებით სამმაგი დუბლი დააგროვა, 27 ქულა, 10.5 მოხსნა და 10.5 პასი.