თამაშგარე

10:40 | 2.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლარისა პირველობას არავის დაუთმობს!

აკი ვიძახდით, პარაგვაელი მოდელი და გავამკერდმშვენიერი ასული ლარისა რიკელმე წელთა მდინარებას არ დაერიდებოდა და პარაგვაის ნაკრების თილისმის სტატუსზე უარს აგრე ადვილად არ იტყოდაო. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი - რაც ჩვენი ნაფიქრი გამართლდა.

გარკვეული პერიოდის მანძილზე, სენიორიტა ლარისა რატომღაც ჩრდილში იყო, რითაც მისმა პირმშვენიერმა კოლეგებმა ისარგებლეს - აქაოდა ლარისა დაგვიბერდო და ვისაც კი არ ეზარებოდა, ყველა პარაგვაელი ასული უპირველესად აცხადებდა თავს - ახლა ჩემი ჟამია და მე ვარ ნაკრების თილისმაო.

მაგრამ აი დადგა ჟამი ჭეშმარიტებისა, ლარისამ თავისთან მოიხმო ჟურნალისტები და დაიქადნა, ვინც მე ტიტულში შემეცილება, ისე ვუზამ, იმის ცოდვით ქვა იწვოდეს და ისეთ დღეს დავაწევ, ბორჯომის საკრებულოში ახლა რაც ხდება მონაგონი იქნებაო. გამკეთებელია!

0.109946