"ბეშიქთაშმა" ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი ჯერმეინ ლენსი გამოისყიდა. შემტევი მიმდინარე სეზონის დაწყებამდე თურქულ კლუბში "სანდერლენდიდან" იჯარის წესით გადავიდა. სტამბოლელებმა 1.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და გამოსყიდვის უფლება დაიტოვეს, 2018 წლის პირველი ივლისიდან კი ჰოლანდიელი "ბეშიქთაშის" სრულფასოვანი წევრი გახდება. აღნიშნული ინფორმაცია თურქული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ლენსი ინგლისელებმა 2015 წელს კიევის "დინამოდან" დაიმატეს და ერთი წლის შემდეგ "ფენერბაჰჩეში" გაანათხოვრეს. მიმდინარე სეზონში ჯერმეინმა ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. როგორც აღმოჩნდა , "ბეშიქთაშის" ხელმძღვანელობა ფეხბურთელის ასპარეზობით კმაყოფილი დარჩა. საბოლოოდ კი, სტამბოლელებს ტრანსფერი 5 მილიონი ევრო დაუჯდათ.