ფეხბურთი

20:45 | 1.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ბლინდს და იანგს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" დეილი ბლინდს, ეშლი იანგს და სემ ჯონსტოუნს კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე გაუხანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sports-მა გაავრცელა. აღნიშნულ ფეხბურთელებს კლუბთან კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდათ, თუმცა "წითელ ეშმაკებმა" ხელშეკრულების ერთი წლით გაგრძელების პუნქტი გამოიყენეს.

ჯონსტოუნი "ასტონ ვილაშია" განათხოვრებული და გუნდს პრემიერლიგაში გადმოსასვლელად ეხმარება. ბლინდმა მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში 15 მატჩი ჩაატარა, ხოლო იანგმა 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩს, მაიკლ კერიკს და მარუან ფელაინის მანჩესტერელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს დაუმთავრდებათ. კერიკი კარიერას ასრულებს, ხოლო შვედს და ბელგიელს უკვე შეუძლიათ სხვა კლუბთან აწარმოონ მოლაპარაკება.

0.110705