ფეხბურთი

17:12 | 1.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

უნაი ემერი ნეიმარზე: "ასეთი ტრავმით ოპერაციის გარეშე თამაშობენ"

“პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ნეიმარი ოპერაციას იკეთებს. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ასეთი ხარისხის ტრავმებით ფეხბურთელები თამაშობენ.

“ოპერაციის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბრაზილიის ნაკრების წარმომადგენლებს ესაუბრა. ეს ისეთი დაზიანებაა, რომლითაც სხვები თამაშობენ. მაგალითად, გონსალო გუედეშმა ოპერაციამდე რამდენიმე თამაში ჩაატარა”, - თქვა ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა გასულ კვირას ტერფის ტრავმა მიიღო და დიდი მითქმა-მოთქმის შემდეგ, ოპერაცია მიმდინარე კვირის მიწურულს, ბრაზილიაში ჩაუტარდება.

0.113267