“რომას” ლეგენდა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ მწვრთნელობას არ აპირებს.
“სავარაუდოდ, სპორტული დირექტორი გავხდები. ჩემს თავს ამ პოსტზე ვხედავ. ახლა, უბრალოდ, გამოცდილებას ვიძენ. სიმართლე გითხრათ, მეშინია მომავლის. უბრალო ამბები მენატრება: ბუცები ფეხებზე, მნიშვნელოვანი თამაშები, გასახდელში ტრადიციული შეძახილები, თანაგუნდელებთან ერთად სადილი... ამ ამბებს ძალიან შევეჩვიე” – ციტირებს ტოტის სიტყვებს Football Italia.