ფეხბურთი

20:45 | 28.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

გარდაიცვალა ესპანელი კინი: “სპორტინგის” სტადიონი მისი სახელობისა იქნება

68 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას”, ხიხონის “სპორტინგისა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი კინი. ის გულის შეტევით დაიღუპა.

კინი “სპორტინგის” ლეგენდაა და სტადიონს მის სახელს დაარქმევენ. აქამდე “ელ მოლინიონი” ერქვა, ამიერიდან კი – “ელ მოლინიონ ენრიკე კასტრო კინი”.

კინი 1968-1980 და 1984-1987 წლებში თამაშობდა ხიხონის გუნდში, ხოლო “ბარსაში” 1980-1983 წლებში გამოდიოდა.

ესპანურ ლა ლიგაში ჩატარებული აქვს 448 მატჩი და გატანილი აქვს 219 გოლი. ლა ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა შორის, მერვეა.

0.113119