ფეხბურთი

17:08 | 28.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი: "დღეს "იუნაიტედში" მთავარი ფულია, ადრე კი ფეხბურთი იყო..."

ლუის ვან გაალმა იმ ტენდენციებზე ისაუბრა, რაც მისი შეხედულებით მიმდინარეობს "მანჩესტერ იუნაიტედში". როგორც იცით, ჰოლანდიელი სპეციალისტი რამდენიმე წლის წინ წვრთნიდა "წითელ ეშმაკებს", მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია...

"იმ დროს "ოლდ ტრაფორდზე" მათს ჰუმელსისა და ტომას მიულერის გადაყვანა მსურდა, მაგრამ "ბაიერნმა" ამის ყველანაირი შანსი მოგვისპო. როგორ შევადარო ამ ორი კლუბის ხელმძღვანელობა? კარლ-ჰაინც რუმენიგე და ული ჰიონესი ყოფილი ფეხბურთელები არიან, რომლებმაც იციან, რას აკეთებენ.

...დღეს "იუნაიტედში" მთავარი ფულია, ადრე ფეხბურთი იყო. აი, "ბაიერნში" კი დღესაც ფეხბურთია. ამიტომ მიყვარს მიუნხენური კლუბი" - ციტირებს ვან გაალის სიტყვებს Sport Bild-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113847