ფეხბურთი

16:29 | 28.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” ლევანდოვსკისა და კეინს შორის არჩევანი გააკეთა

მადრიდის “რეალმა” რობერტ ლევანდოვსკისა და ჰარი კეინს შორის არჩევანი გააკეათა. The independent-ის ინფორმაციით, ზაფხულში “სამეფო კლუბის” მთავარი სამიზნე მიუნხენის “ბაიერნის” 29 წლის ფორვარდი იქნება.

აქამდე მთავარ კანდიდატად ინგლისელი კეინი მიიჩნეოდა, მაგრამ მადრიდში პრიორიტებები შეიცვალა. გამოცემის თანახმად, ესპანურ გრანდში მიაჩნიათ, რომ კეინის გადაბირება გაცილებით რთული იქნება და ამიტომაც გადაწყვიტეს, ყურადღება პოლონელზე გაამახვილონ.

როგორც ცნობილი ხდება, “რეალი” მზადაა ლევანდოვსკის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო გაიღოს და “ბაიერნს” ხამეს როდრიგესის სატრანსფერო უფლებებიც დაუთმოს. აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც, თავად ლევანდოვსკის ზაფხულში ბუნდესლიგაზე ძლიერ ჩემპიონატში სურს ძალების მოსინჯვა, მაგრამ უმალვე იუპ ჰაინკესმა პოლონელის გასხვისება გამორიცხა.

0.124539