ფეხბურთი

15:43 | 28.02.2018 | ნანახია 1632 - ჯერ

დესანტი ყაზახეთში - კარგი თუ ცუდი ტენდენცია?

ზამთრის შესვენებისას არაერთმა ქართველმა ფეხბურთელმა შეიცვალა კლუბი, მათგან ზოგიერთნი ყაზახეთში გადავიდნენ. ასე ხდება ხოლმე, იხსნება არხი და მიდიან ჩვენიანები. გახსოვთ კვიპროსი? გახსოვთ ისრაელი? სხვა ქვეყნებში, კონკრეტულ კლუბებშიც მრავლად მიდიოდნენ ქართველები: მაგალითად, "ალანიაში", "დიორში", მანამდე "ფრაიბურგში".

ყაზახეთში ამ ზამთარს ქართველებს შეუერთდნენ ჯაბა კანკავა (“ტობოლი”), ჯაბა ჯიღაური (“აქტობე”), გიორგი ფოფხაძე (“კიზილ ჟარი”). იქაა ნიკა კვეკვესკირიც (“ტობოლი”), ხოლო რამდენიმე ჩვენიანი ყაზახეთის მეორე ლიგაშიც გადავიდა.

ზოგჯერ ისეთ ქვეყნებში მიდიან ქართველი ფეხბურთელები, რომ გვითქვამს, ყაზახეთს კიდევ არაუშავსო... თუმცა, რას მოუტანს ეს ქართულ ფეხბურთს ვნახოთ, გამოჩნდება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:59 | 28.02.2018
beka7772 (626)

ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები ყაზახეთში საშუალო დონის გუნდებში რო გადადიან ეგ არის სამარცხვინო ქართული ფეხბურთისთვის და სამწუხარო რეალობა.

17:33 | 28.02.2018
BEERTRANCE (97819)

აქაურობას რო ჯობია ეგ ცხადზე ცხადია და.

18:31 | 28.02.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

ცხადზე ცხადი თუ ცხადაძეზე ცხადაძე ? (ეგეც ყაზახეთშია)

17:24 | 28.02.2018
lagashi (6738)

თუ ჯიღაურს კვლავ მიეცა ნაკრებში თამაშის საშუალება მაშინ ჭანტურიშვილზე თვალის დახუჭვა უსამართლობა იქნება, კაცი სლოვაკეთის ჩემპიონატს იგებს, არც თამაში აკლია და გოლებიც გააქვს.

0.141148