გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.
“კლივლენდმა” შინ “ბრუკლინი” 129:123 დაამარცხა. ლებრონ ჯეიმსმა მიმდინარე სეზონში მე-12 სამმაგი დუბლი შეასრულა - 31 ქულა, 11 პასი და 12 მოხსნა. ის ნბა-ს ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც მინიმუმ 30 000 ქულა ჩააგდო, 8000 მოხსნა მიითვალა და ამდენივე გადაცემა შეასრულა.
“მაიამი” შინ “ფილადელფიას” დაუპირისპირდა. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე დუეინ უეიდმა 2-ქულიანი ჩააგო და “მაიამის” 102:101 მოაგებინა. უეიდმა 27 ქულა მოაგროვა. “ფილადელფიაში” ემბიდი 23 ქულით გამოირჩა.
“შარლოტ ჰორნეტსი” – “ჩიკაგო” 118:103 (26:29, 25:22, 36:27, 31:25)
https://www.youtube.com/watch?v=vYGXUkPPlxQ
“კლივლენდი” – “ბრუკლინი” 129:123 (25:29, 35:32, 34:30, 35:32)
https://www.youtube.com/watch?v=hnJMXpXYkrI
“მაიამი” – “ფილადელფია” 102:101 (17:24, 28:24, 28:27, 29:26)
https://www.youtube.com/watch?v=U2isUzeZ_ug
“მილოუკი” – “ვაშინგტონი” 104:107 (22:40, 28:24, 31:20, 23:23)
https://www.youtube.com/watch?v=Mi02O68RIU0
“პორტლენდი” – “საკრამენტო” 116:99 (36:26, 30:27, 22:27, 28:19)
https://www.youtube.com/watch?v=ZJQelCj26WI
“დენვერი” – “ლოს ანჯელეს კლიპერსი” 120:122 (33:24, 25:28, 30:29, 32:41)
https://www.youtube.com/watch?v=Kh0snoV6Xm4