ისტორია

9:54 | 28.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

28 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1956 – დაიბადა თამაზ კოსტავა. ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” მცველი. 1981 წელს მოიპოვა თასების მფლობელთა თასი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), საკავშირო პირველობების ვერცხლისა (1977) და ბრინჯაოს (1981) მედლების მფლობელი. 1979 წელს მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი. “33 საუკეთესოთა” შორის დასახელებულია ორჯერ (1978 წელს პირველ ნომრად). საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა ოთხი მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. თამაზ კოსტავა ღირსების ორდენის კავალერია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1891 - შვედმა მოციგურავე ოსკარ გრუნდენმა 500 მეტრზე რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (50.8).

1906 - “ოტავა სილვერმა” “ქუინზ იუნაიტედი” ორი მატჩის ჯამში დაამარცხა და ჰოკეიში სტენლის თასი მოიპოვა.

1929 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბმა “ჩიკაგო ბლექ ჰოუქსმა” ზედიზედ მეთხუთმეტე საშინაო მარცხი იწვნია, რითაც ლიგის ანტირეკორდი დაამყარა.

1940 - საკალათბურთო მატჩი პირველად გადაიცა ტელეეთერით. იმ დღეს პიტსბურგის უნივერსიტეტის გუნდმა ფორდჰემის სასწავლებლის წარმომადგენლებს 50:37 მოუგო.

1959 - აშშ-ის ქალაქ კოლორადო სპრინგზში მიმდინარე ციგურებით ფიგურულ მოსრიალეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალთა შორის პირველობა ამერიკელმა ქეროლ ჰეისმა მოიპოვა, მამაკაცებში კი მისმა თანამემამულე დევიდ ჯენკინსმა გაიმარჯვა.

1960 - აშშ-ის ჰოკეისტთა ნაკრებმა ჩეხოსლოვაკიას 9:4 მოუგო და ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა.

1960 - აშშ-ის ქალაქ სკვო ველიში ზამთრის მეშვიდე ოლიმპიადა დაიხურა.

1969 - აშშ-ის ქალაქ კოლორადო სპრინგზში მიმდინარე ციგურებით ფიგურულ სრიალში მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალთა შორის პირველობა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელმა გაბი ზაიფერტმა მოიპოვა, მამაკაცებში კი, ტიმ ვუდსმა გაიმარჯვა.

1970 - კეროლინ უოქერმა ქალთა შორის მარათონულ რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (3:02.53).

1981 - “ჰიუსტონ როკითსის” კალათბურთელმა კელვინ მერფიმ ზედიზედ 78-ე საჯარიმო ტყორცნა ზუსტად გამოიყენა.

1988 - კანადის ქალაქ კალგარიში ზამთრის მეთხუთმეტე ოლიმპიადა დაიხურა.

1988 - ჰოლანდიელმა მოციგურავე ივონ ვან გენიპმა ქალთა შორის 5 კმ-ზე რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (7:14.13).

1991 - დაარსდა საქართველოს ფრენბურთის ფედერაცია.

1991 - ალჟირელმა სტაიერმა ნურედინ მორსელიმ თავის დაბადების დღეზე დარბაზში 1500 მ-ზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (3:34.16).

1993 - იოლანდა ჩენმა ქალთა შორის სამმაგ ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (14.46 მ).

1998 - “ვანკუვერ კანაკსის” ფორვარდი მარკ მესიე ჰოკეის ეროვნული ლიგის მეოთხე მოთამაშე გახდა, რომელმაც გოლ პლუს პასის სისტემით, ლიგის მატჩებში 1600-ე ქულა მოაგროვა.

1998 - საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სიენაში იტალიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი წააგო (43:90).

2009 - მადრიდში რაგბიში “ერთა თასის” მატჩში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ესპანეთის ნაკრებს 55:11 მოუგო. ქართველებმა 8 ლელო დადეს.

2010 - ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი პრაღის მსოფლიოს თასის გამარჯვებული გახდა.

2010 - ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჰოკეის ტურნირის ფინალში კანადამ ოვერტაიმში აშშ-ის 3:2 მოუგო და ჩემპიონი გახდა.

2012 - საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთს 2:1 მოუგო.

დღეს დაიბადნენ

1939 - ჩარლზ ბრაუნი. ამერიკელი მოკრივე. მსუბუქ წონაში 1964 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1942 - დინო ძოფი. ლეგენდარული იტალიელი გოლკიპერი. 1968-1982 წლებში იცავდა იტალიის ნაკრების ღირსებას. “სკუადრა აძურაში” ჩატარებული აქვს 112 მატჩი (59 კაპიტნის რანგში). სამი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე. მსოფლიოსა (1982) და ევროპის (1968) ჩემპიონი. ექვსჯერ აქვს მოპოვებული “სკუდეტო,” (“იუვენტუსში”) ორჯერ იტალიის და ერთხელაც უეფა-ს თასი. დინო ძოფი წვრთნიდა იტალიის ნაკრებს, “იუვენტუსს,” “ლაციოსა” და “ფიორენტინას”. 2000 წელს იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა. 1990 წელს “იუვენტუსს” მოაგებინა უეფა-სა და იტალიის თასები.

1947 - ვლოდზიმეჟ ლიუბანსკი. პოლონეთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერ იასპარეზა.
1950 - ჯემალ მეგრელიშვილი. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 1972 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (62 კგ წონითი კატეგორია). მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიადის მონაწილე (მეხუთე ადგილი).

1951 - გუსტავო ტოენი. იტალიელი სამთო მოთხილამურე. გიგანტურ სლალომში 1972 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი.

1955 - იური კადიაევი. საბჭოთა ხელბურთელი. 1976 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1955 - ენდრიუ ვაშინგტონი. ამერიკელი კალათბურთელი. 1976 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1957 - იან კულემანსი. ბელგიის ნაკრებისა და “ბრიუგეს” ფორვარდი. 1980 წლის ევროპის პირველობის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1956 - თამაზ კოსტავა. ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” მცველი. 1981 წელს მოიპოვა თასების მფლობელთა თასი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), საკავშირო პირველობების ვერცხლისა (1977) და ბრინჯაოს (1981) მედლების მფლობელი. 1979 წელს მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი. “33 საუკეთესოთა” შორის დასახელებულია ორჯერ (1978 წელს პირველ ნომრად). საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ჩაატარა ოთხი მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. თამაზ კოსტავა ღირსების ორდენის კავალერია.

1958 - კრისტინა ლატან-ბრემერი. გდრ-ის მძლეოსანი. 400 მეტრზე სირბილში 1976 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1962 - ანჯელა ბეილი. კანადელი მძლეოსანი. 100 მეტრზე ესტაფეტით სირბილში 1984 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1970 - ნურედინ მოსრსელი. ალჟირელი მძლეოსანი. 1500 მეტრზე სირბილში ოლიმპიური თამაშების (1996) და მსოფლიოს ჩემპიონი. ამავე დისტანციაზე რბენისას დამყარებული აქვს მსოფლიოს რეკორდი.

1971 - დავით ხახალეიშვილი. მძიმე წონოსან ძიუდოისტთა შორის ბარსელონას ოლიმპიური ჩემპიონი (1992). დავით ხახალეიშვილი ევროპის სამგზის ჩემპიონია. 1991 წლის მსოფლიოს პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო 1993 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მძიმე და აბსოლუტურ წონით კატეგორიებში, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. 1995 წელს, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. 1996 წელს, ატლანტის ოლიმპიადაზე, შეჯიბრებაში აწონვაზე დაგვიანების გამო არ დაუშვეს.

1973 - ერიკ ლინდორსი. “ნიუ იორკ რეინჯერსის” ფორვარდი.

1974 - ნატალია კარიმოვა. რუსი ველოსიპედისტი. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი.

1976 - ფრანსისკო ელსონი. “დენვერ ნაგითსის” მეფარე (213 სმ).

1977 - ლევან ქარაბაქი. საქართველოს ნაკრების, თბილისის “დინამოს,” “ვითას,” ბათუმის “ბასკოს” ფორვარდი. გამოდიოდა ფინურ კლუბებშიც. მოპოვებული აქვს საქართველოს ჩემპიონობა და თასი.

ლევანმა აქტიურ სპორტს თავი, ტრავმების გამო, 26 წლის ასაკში დაანება. იყოსაქართველოსეროვნულინაკრების წევრი. არის საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი, 2 ვერცხლისა და ერთიბრინჯაოსმედლისმფლობელი. “თბილისის”, “ვითას”, “დინამოს”, “ბასკოსადა თსუ- გარდა, უკრაინის, ესტონეთისა დაფინეთის საკლუბო გუნდებში თამაშობდა.

1979 - ანდრეი ნესმაჩნი. უკრაინის ნაკრებისა და კიევის “დინამოს” მცველი.

1979 - ალექსეი სავრასენკო. რუსეთის საკალათბურთო ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს მეფარე (217 სმ).

1980 - ტაიშონ პრინსი. “დეტროიტ პისტონზის” ფორვარდი (206 სმ), NBA-ის ჩემპიონი.

ამ დღეს გარდაიცვალა

1953 - ჯიმ ტორპი. ათჭიდელი. 1912 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. გარდაიცვალა 64 წლის ასაკში.

0.12154