ფეხბურთი

1:41 | 28.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

სამპაოლიმ გადაწყვიტა: იკარდი მუნდიალს მიღმა

მილანის "ინტერის" თავდამსხმელი მაურო იკარდი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. როგორც Fox Sports Argentina იტყობინება, "ალბისელესტეს" მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც იკარდი 23 კაციან განაცხადში არ იქნება.

წყაროს ცნობით, "ინტერის" კაპიტანმა სამპაოლის თავი ვერ მოაწონა იმ შეკრებებზე, როდესაც ნაკრებში მიწვეული გახლდათ.

არგენტინული მედიის ინფორმაციით, სამპაოლი მუნდიალზე ძველ ტრიოს დაეყრდნობა - მესი, იგუაინი, აგუერო.

0.118072