ევროლიგის თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშედ “ხიმკის” უკანახაზელი ალექსეი შვედი აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
თებერვლის თვეში “ხიმკიმ” სამივე შეხვედრა მოიგო, შვედი კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 20.7 ქულას და 4 პასს აგროვებდა. რუსი მეტოქის ფარს საჯარიმო ხაზიდან 90%-იანი სიზუსტით უტევდა.
ალექსეი “ხიმკის” ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც ევროლიგის თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მიიღო.