იტალიური “მილანი” პეპე რეინას დაიმატებს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, “როსონერიმ” უკვე გაამზადა სამწლიანი ხელშეკრულება, რომელსაც ესპანელ მეკარეს ზაფხულში გაუფორმებს.
იტალიური მედიის ცნობით, “მილანი” სწორედ რეინათი ჩაანაცვლებს ჯანლუიჯი დონარუმას, რომელსაც “პარი სენ ჟერმენს” უკავშირებენ.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რეინამ თანაგუნდელებს აცნობა, რომ ზაფხულში გუნდს დატოვებს. ესპანელსა და “ნაპოლის” შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და ის ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება.
მიმდინარე სეზონში “ნაპოლი” და პეპე რეინა იტალიის ჩემპიონობისთვის იბრძვიან, ნეაპოლელები “იუვენტუსს” ოთხი ქულით უსწრებენ, თუმცა თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული.