ფეხბურთი

17:24 | 27.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

კოსტაკურტას ფავორიტი ანტონიო კონტეა

იტალიის ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა და ამჟამად საფეხბურთო მენეჯერმა ალესანდრო კოსტაკურტამ ეროვნულ გუნდში არსებულ ვითარებასა და მწვრთნელობის შესაძლო კანდიდატებზე ისაუბრა. 51 წლის ვეტერანმა ყველაზე სასურველ კანდიდატად ანტონიო კონტე დაასახელა.

იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის პოტენციურ კანდიდატებს შორის არის ის, ვინც საუკეთესო იქნებოდა. ჩემს სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, რომ შემეძლოს აუცილებლად დავაბრუნებდი ანტონიო კონტეს.

ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მანჩინისთან ან თუნდაც კარლო ანჩელოტისთან კომფორტულად არ ვიქნებოდი. ჩვენ ვეძებთ მწვრთნელს და არა სელექტორს.

გატუზო? დარწმუნებული ვარ, რომ ის რამდენიმე წელიწადში შესანიშნავი მწვრთნელი იქნება, რადგან მას ყველაფერი აქვს ამისათვის. მან დაამტკიცა, რომ ხარისხიანი მუშაობა მთავარია, თუმცა ნაკრებს ამ ეტაპზე მეტად გამოცდილი და მაღალი დონის მწვრთნელი სჭირდება”, - უთხრა Gazzetta dello Sport-ს კოსტაკურტამ, რომელსაც ეროვნული გუნდის მაისურით 59 მატჩი აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების გაძღოლა დროებით ლუიჯი დი ბიაჯოს მიანდო, ახალი მთავარი მწვრთნელი კი იტალიელებს სავარაუდოდ ზაფხულიდან ეყოლებათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116607