სხვა

13:20 | 27.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი დოჰიოზე სეკივაკეს წოდებით ავა

იმპერატორის თასის მფლობელი ლევან გორგაძე სეზონის მეორე ბაშოს სეკივაკეს რანგში ჩაატარებს. სუმოს ბანძუკეს რეიტინგი უკვე ოფიციალურად განახლდა და ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ქართველი სეკიტორი მოლოდინისამებრ, საგრძნობლად დაწინაურდა. გორგაძე იანვრის ბაშოზე მე-3 მაეგაშირად იწოდებოდა.

სეზონის მეორე სუპერტურნირი 11 მარტს დაიწყება, ოსაკაში. მოახლოებული ბაშოს წინ, ქართველმა სუმოისტმა უმნიშვნელოვანესი ჯილდო მიიღო - საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლევან გორგაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

0.113404