ფეხბურთი

13:49 | 27.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში ზამთრის შესვენების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ პრემიერლიგის ხელმძღვანელობასთან 2019-2020 წლების სეზონიდან ჩემპიონატში ზამთრის შესვენების დაწესების შესახებ შეთანხმებას მიაღწია.

როგორც The Times-ი იტყობინება, პაუზისთვის დრო ინგლისის თასის მეხუთე რაუნდის მატჩების შუა კვირაში გადატანით გამოიყოფა. ამასთან, გაუქმდება გადათამაშებები. ამგვარად, პრემიერლიგის კლუბებს თებერვლის თვეში დასვენებისთვის ყველაზე ცოტა 13 დღეს გამოუყოფენ.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თავკაცები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს გადაწყვეტილება გააუმჯობესებს ინგლისური კლუბების შედეგებს ევროტურნირებზე და წარმატებულ გამოსვლაში დაეხმარება ეროვნულ ნაკრებსაც.

0.10498