თამაშგარე

11:50 | 27.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელ მეძავთა საფეხბურთო ვნებანი

ზოგიერთ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების მიზნით, საფეხბურთო ბიზნესში ჩართული საქმოსნები მთლიანად ან ნაწილობრივ თავისუფლდებიან გადასახადებისაგან და ეს ფაქტი ბევრ უცნაურ ორგანიზაციასა თუ ადამიანს აძლევს იმის სტიმულს, რომ გარკვეული კაპიტალი საფეხბურთო კლუბებში დააბანდონ.

ჩვენ ადრე ვწერდით, თუ როგორ შეიძინა იტალიის მეძავთა პროფკავშირმა სამოყვარულო ლიგის კლუბი და როგორი უცნაური “პრიზები“ იყო დაწესებული ყოველ მოგებაზე. იტალიელებს არც ესპანელი კოლეგები ჩამორჩნენ და საკუთარი საფეხბურთო კლუბი ესპანეთის მეძავთა პროფკავშირსაც ჰყოლია.

სრულიად უსახელო მოყვარულთა კლუბი “ვიველდო“ ცნობილი იმის მერე გახდა, რაც მის საქომაგოდ მეძავთა სასახელო გილდიამ დაიწყო სიარული და რა გასაკვირია, რომ გამარჯვების შემთხვევაში, კლუბის ყველა მოთამაშე სრულიად უფასოდ საჩუქრდება პროფკავშირის ნებისმიერ წევრ მეძავთან ქარიშხლიანი წუთებით. სამოყვარულო კლუბის მთამაშეებს ხელფასი მიზერული აქვთ, მაგრამ როდესაც ასეთი საოცარი პრიზი გელოდება, კი უნდა მოინდომო. მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ გამარჯვებებმა და მეტადრე “პრიზებმა“ მოწყენა იცის...

0.11918