WORLDSPORT.GE აგრძელებს რუბრიკას "ტოპ ჩემპიონატები" - ყოველი ტურის დასრულების შემდეგ გთავაზობთ ინგლისის პრემიერლიგის, იტალიის სერია A-ს, ესპანეთის ლა ლიგის, გერმანიის ბუნდესლიგისა და საფრანგეთის ლიგა 1-ის საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს, ფაქტებს, ისტორიულ მიღწევებს. მაშ ასე, ტოპ ჩემპიონატები ერთ გვერდზე...
გერმანია, ბუნდესლიგა
8 – “აუგსბურგმა” “დორტმუნდს” ბოლო რვა შეხვედრაში გაუტანა გოლი.
7 – მარკო როისმა “დორტმუნდისთვის” ჩატარებულ ბოლო 9 მატჩში (ბუნდესლიგაში) 7-ჯერ გაიტანა.
28 – “დორტმუნდმა” ბუნდესლიგაში ორშაბათს 28 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა (“ნიურნბერგთან” 3:1).
6 – ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ექვსმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ითამაშა და ეს უფრო მეტია, ვიდრე მანამდე 37 სეზონის განმავლობაში ნათამაშები ფეხბურთელების რაოდენობა.
64 – ჯონათან ტაჰმა მიმდინარე სეზონში ორთაბრძოლების 64% მოიგო და ეს მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.
523 – გვიდო ბურგსტალერმა ბუნდესლიგაში 523 წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა და გოლის გატანა შეძლო.
8 – “ვერდერს” არ წაუგია საშინაო მატჩი მას შემდეგ, რაც ფლორიან კოფელდტი უდგას სათავეში (5 მოგება, 3 ფრე).
3 – “შტუტგარტმა” მიმდინარე სეზონის გოლგაუშვებლად 3 მატჩი მოიგო და ასეთი შედეგი 2009 წლის აპრილის შემდეგ არ ჰქონია.
1 – “გლადბახმა” გასული წლის 18 ნოემბრის (“ჰერტასთან” 4:2) შემდეგ ბუნდესლიგაში სტუმრად პირველად მოიგო.
3 – “ჰერტამ” “ბაიერნთან” ზედიზედ მესამე თამაში არ წააგო (3 ფრე).
1 – კრისტოფერ კრამერმა ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან.
9 – “ფრაიბურგის” ბოლო 14 გოლიდან 9 ნილს პეტერსენის ანგარიშზეა.
100 – ტიმოთი ჩანდლერმა “აინტრახტის” რიგებში მეასე შეხვედრა ჩაატარა.
21 – “ჰანოვერმა” 32 ქულიდან 21 საკუთარ მოედანზე დააგროვა (66%). ბოლოს 11 საშინაო მატჩის შემდეგ ამაზე კარგი მაჩვენებელი 2012-2013 წლების სეზონში ჰქონდა (23 ქულა).
ესპანეთი, ლა ლიგა
10 – ლუკას ვასკესმა მეათე საგოლე გადაცემა მიითვალა და ტოპ 5 ჩემპიონატში მოთამშე ესპანელებს შორის, ეს მეორე შედეგია. მხოლოდ დავიდ სილვას (11) აქვს უფრო მეტი საგოლე გადაცემა მიმდინარე სეზონში გაკეთებული.
9 – შეცდომების შედეგად ყველაზე მეტი გოლი მიმდინარე სეზონში “არსენალს” აქვს გაშვებული. საუკეთესო ხუთეული ასეთია:
“არსენალი” (11), “ბეტისი” (10), “სევილია” (9), “ბენევენტო” (9), “საუთჰემპტონი” (9)
2 – ანტუან გრიზმანი მეორე ფეხბურთელია ლიონელ მესის შემდეგ (30+15), რომელმაც გოლისა და პასის მაჩვენებლით ორნიშნა ციფრს უწია (16 გოლი, 10 საგოლე პასი).
7 – დიეგო კოშტამ 9 შეხვედრაში 7 გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი, 2 პასი).
14 – ანტუან გრიზმანს ტოპ ჩემპიონატებში მოთამაშე ფრანგ ფეხბურთელებს შორის 2018 წელს, ყველაზე მეტ გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული (9 გოლი და 5 პასი).
42.3% - სანტი მინას კარში დარტყმებიდან გოლად 42.3% აქვს ქცეული. ეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგია (სტატისტიკაში გათვალისწინებულია მინიმუმ 5 გოლის ავტორები).
4 – მიკელ ოიარზაბალმა “ვალენსიას” მეოთხე გოლი გაუტანა და ეს მის კარიერაში ყველაზე კარგი შედეგია.
13 – მიმდინარე სეზონში თავით ყველაზე მეტი გოლი “ჩელსისთან” ერთად “ვალენსიას” აქვს გატანილი (13).
66.7% - კეპა არიზაბალაგამ ლა ლიგაში სამი პენალტიდან ორის მოგერიება შეძლო.
2 – სერხიო ასენხიომ ერთ მატჩში ორი პენალტი კარიერაში პირველად აიღო.
9 – “ვილიარეალის” ბოლო 14 გოლიდან ცხრაში უშუალო მონაწილეობა მიიღეს (გოლი ან პასი) ბაკამ და იუნალმა.
32 – “ბარსელონას” ლა ლიგაში 32 მატჩია არ წაუგია (27 მოგება, 5 ფრე). საუკეთესო შედეგი კი “სოსიედადს” ეკუთვნის, რომელმაც 1979 აპრილიდან 1980 წლის მაისამდე 38 თამაში არ წააგო.
3 – ბოლო 5 სეზონის განმავლობაში (ტოპ ჩემპიონატებში) საჯარიმოს გარედან ყველაზე მეტი გოლი მესის აქვს გატანილი (29). აქვე საუკეთესო სამეულიც:
ლიონელ მესი (29), ფილიპე კოუტინიო (19), კრიშტიანუ რონალდუ (19).
2 – ფილიპე კოუტინიომ “ბარსელონაში” პირველი გოლი ლუის სუარესის პასით გაიტანა, ხოლო პირველი საგოლე პასი სუარესს გაუკეთა.
36 – ლა ლიგის ისტორიაში ლიონელ მესი ყველაზე მეტი გუნდის კარში აქვს გოლი გატანილი (36). არგენტინელმა რაულსა და არიც ადურისს გადაასწრო (35 გუნდი).
3 – კრისტიან პორტუ მიმდინარე სეზონში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც “რეალს”, “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” გაუტანა.
1 – “ბარსელონამ” ლა ლიგაში ბოლო 41 მატჩიდან, როდესაც მოედანზე სამუელ უმტიტი იყო, ერთადერთი მარცხი განიცადა (2017 წლის აპრილში, “მალაგასთან” 0:2).
3 – “რეალის” რიგებში BBC-მ (ბენზემა, ბეილი, რონალდუ) ერთ მატჩში გოლების გატანა 2016 წლის აპრილის შემდეგ პირველად მოახერხეს.
28 – გარეთ ბეილმა მეორე ტაიმის დაწყებიდან 28 წამში შეძლო გოლის გატანა. ეს “სამეფო კლუბის” ყველაზე სწრაფი გოლია მეორე ტაიმში 2004 წლის მარტის შემდეგ. მაშინ “სან მამესზე” რაულმა 19 წამში შეძლო გატანა.
3 – კეილორ ნავასს პირველ ტაიმში 3 სეივი ჰქონდა და ეს მიმდინარე სეზონში “სანტიაგო ბერნაბეუზე” საუკეთესო შედეგია.
100 – “რეალი” პირველი ესპანური გუნდია, რომელმაც მიმდინარე სეზონში ასი გოლის გატანა შეძლო (ყველა ტურნირის ჩათვლით).
67.4% - იაგო ასპასსა და მაქსი გომესზე მოდის “სელტას” გოლების 67.4% მიმდინარე სეზონში (ლა ლიგაში).
21 – ასპასმა და მაქსი გომესმა “სელტას” ბოლო 22 გოლიდან 21-ში უშუალო მონაწილეობა მიიღეს.
17 – “დეპორტივომ” “ესპანიოლის” კარისკენ 17-ჯერ დაარტყა და გალისიურ გუნდს ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში არ ჰქონია.
2010 – დიეგო ლოპესმა 2010 წლის თებერვლის შემდეგ (ანდონი ირაოლას აჯობა) პირველი პენალტი მოიგერია. იქედან მოყოლებული გამოცდილემა კიპერმა 16 პენალტი გაუშვა. უსიამოვნო სერია “დეპორტივოსთან” დაასულა.
1 – ესტებან გრანერომ კარიერაში პირველად აიკიდა თერთმეტმეტრიანი.
იტალია, სერია A
5 – “ნაპოლის” რიგებში ბოლოს 5 გოლი (ერთ მატჩში) 5 სხვადასხვა ფეხბურთელზე 2012 წლის მარტში გადანაწილდა და მაშინაც “კალიარის” წინაააღმდეგ.
26 – “ნაპოლის” იტალიის ჩემპიონატში 26 საგარეო მატჩი არ აქვს წაგებული. აღნიშნულ შეხვედრებში 72 გოლი გაიტანა (2.8 გოლი საშუალოდ თამაშში).
4 – აქამდე ერთ მატჩში გოლები კალეხონმა, ჰამშიკმა, ინსინიემ და მერტენსმა ერთადერთხელ, 2017 წლის 28 მაისს, “სამპდორიასთან” გაიტანეს.
16 – დრის მერტენსს ტოპ ჩემპიონატებში მოთამაშე ბელგიელებს შორის ყველაზე მეტი გოლი აქვს მიმდინარე სეზონში გატანილი (16).
5 – “მილანმა” ბოლო 5 თამაში მოიგო და თანაც გოლი არ გაუშვია.
31 – ჩირო იმმობილეს მიმდინარე სეზონში 31 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული (23 გოლი, 8 პასი). იტალიელი ამ კომპონენტში მხოლოდ ლიონელ მესის (34) და ნეიმარს (32) ჩამორჩება.
1 – “მილანმა” “რომას” გასვლითი მატჩი 2011 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მოუგო.
2 – პატრიკ კუტრონემ გოლი საჯარიმოში მეორე შეხებაზე გაიტანა.
6 – “კიევომ” სტუმრად ზედიზედ 6 თამაში წააგო და თავისი ანტირეკორდი გაიმეორა.
85 – ჩირო იმმობილეს გოლი ყოველ 85 წუთში ერთხელ გააქვს და ეს ტოპ ჩემპიონატებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
46 – “სამპდორიას” 26 ტურის შემდეგ 46 გოლის 1996-1997 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი.
9 – სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ტოპ ჩემპიონატებში მოთამაშე ნახევარმცველებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 9 გოლი გაიტანა.
4 – მბაიე ნიანგს “ვერონას” კარში 4 გოლის აქვს გატანილი და ეს ფრანგის საუკეთესო შედეგია.
100 – კრისტინო ბირაგიმ სერია A-ში მეასე თამაში ჩაატარა და გოლიც გაიტანა 41 უგოლო მატჩის შემდეგ.
3 – “სპალმა” ერთ მატჩში სამი გოლის გატანა ბოლოს გასული წლის აგვისტოში “უდინეზესთან” მოახერხა (3:2).
6 – მირკო ანტენუჩიმ “სპალის” ბოლო 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი, 2 პასი).
4 – მილან შკრინიარზე მეტი გოლი მიმდინარე სეზონში არცერთ მცველს არ გაუტანია (4).
0 – “ინტერმა” “ბენევენტოსთან” პირველი ტაიმი ისე ჩაამთავრა, რომ კარში არ დაურტყამს. “ნერაძურის” “სან სიროზე” ასეთი ცუდი შედეგი ბოლოს 2016 წლის სექტემბერში, “იუვენტუსთან” ჰქონდა.
1 – მატია დესტრომ გოლი საჯარიმოში ბურთთან პირველივე შეხებით გაიტანა.
15 – “ჯენოამ” პირველი ტაიმი უგოლოდ მეთხუთმეტედ დაასრულა და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საფრანგეთი, ლიგა 1
18 – პსჟ-მ ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ 18 საშინაო მატჩი მოიგო და ეს თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
19 – კილიან მბაპე გახდა ყველაზე ახალგაზრდა, რომელმაც “კლასიკში” გოლი გაიტანა (19 წელი, 2 თვე და 8 დღე). მბაპემ სამირ ნასრის რეკორდი მოხსნა (19 წელი, 2 თვე და 17 დღე).
93 – მატიე დებუშიმ ლიგა 1-სა და პრემიერლიგის ბოლო ოთხ მატჩში 2 გოლი გაიტანა და ეს უფრო მეტია, ვიდრე მანამდე 93 შეხვედრაში გაიტანა.
3 – მარიანო დიასმა “სენტ ეტიენთან” ორ მატჩში სამ გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 1 პასი).
5 – ნაბილ ფეკირმა კი იმავე “სენტ ეტიენთან” ბოლო 4 შეხვედრაში 5 გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 3 პასი).
6 – “ნანტმა” 2018 წელს 8 მატჩში ოდენ 6 ქულა დააგროვა და ეს ყველაზე ცუდი შედეგია (1 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება).
10 – ნოლან რუმ ლიგა 1-ში 10 გოლის გატანა (ერთ სეზონში) პირველად მოახერხა. რუ ლიგა 1-ში მერვე სეზონს ატარებს.
ინგლისი, პრემიერლიგა
13 – ჯესი ლინგარდმა მიმდინარე სეზონში მე-13 გოლი გაიტანა და “მანჩესტერში” მასზე შედეგიანი მხოლოდ რომელუ ლუკაკუა (22).
13 – რომელუ ლუკაკუმ პრემიერლიგაში მე-13 გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში, მაგრამ ტოპ გუნდების წინააღმდეგ პირველი გოლი იყო.
19 – ვილიანმა მე-19 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (12 გოლი, 7 პასი) და ეს “ლურჯების” რიგებში საუკეთესო შედეგია.
14 – ჰარი კეინის გოლებმა გუნდს 14 ქულა მოუტანა. ასეთი შედეგი არცერთ სხვა ფეხბურთელს არ აქვს მიმდინარე სეზონში.
23 – ჰარი კეინმა 34 ლონდონურ დერბიში ითამაშა და 23 გოლი გაიტანა. ამ შედეგით კეინი დიდიე დროგბას გაუთანაბრდა, მაგრამ კოტ დივუარელმა იგივე შედეგი 64 შეხვედრაში დააფიქსირა.
19 – ჰარი კეინმა ბოლო 14 პრემიერლიგურ შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა. ამ სერიაში მან სამჯერ შეასრულა ჰეთ-თრიქი (“ლესტერთან”, “ჰალთან” და “ბარნლისთან”).
27 – ტროი დინიმ 27 მატჩის შემდეგ პირველად შეძლო გოლის გატანა თამაშიდან (სტანდარტული სიტუაციის გარეშე).
4 – ლუის დანკმა მიმდინარე სეზონში მეოთხე ავტოგოლი გაიტანა და ასეთი შედეგი მარტინ შკრტელს ჰქონდა (2013-2014).
4 – “ლივერპულმა” 4 ან მეტი გოლი პრემიერლიგაში ერთ მეტოქეს ზედიზედ მესამე მატჩში გაუტანა. “წითლებს” ბოლოს ასეთი კარგი მაჩვენებელია “ნორვიჩთან” 2012 და 2013 წლებში ჰქონდათ.
5 – “ვესტ ბრომვიჩმა” ბოლო ექვსი გოლიდან 5 კუთხურის შედეგად გაიტანა. კრის ბრანტმა კი 4 საგოლე პასი მიითვალა.
4 – მაიკლ ანტონიომ “ლივერპულს” მეხუთე შეხვედრაში მეოთხე გოლი გაუტანა.
20 – მოჰამედ სალაჰმა პრემიერლიგაში მარცხენა ფეხით მეოცე გოლი გაიტანა. პრემიერლიგის ისტორიაში ერთ სეზონში მარცხენა ფეხით ამდენჯერ არავის გაუტანია.
28 – დუაიტ გაილმა გასული სეზონიდან მოყოლებული 28 გოლის გატანა შეძლო. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე მეორე შედეგი “ნიუკასლის” ფეხბურთელებს შორის (მატ რიჩი 13 გოლი).
6 – ემრე ჯანმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით მეექვსე გოლი გაიტანა და ეს მის კარიერაში ყველაზე შედეგიანი სეზონია.
100 – “ლივერპული” გახდა პრემიერლიგის მეორე გუნდი მიმდნარე სეზონში, რომელმაც 100 გოლის გატანა შეძლო. “მანჩესტერ სიტის” 111 გოლი აქვს გატანილი.
9 – გლენ მიურეიზე მეტი გოლი (9) ინგლისელ ფეხბურთელებს შორის მხოლოდ 4 ფეხბურთელს აქვს გატანილი – კეინი, სტერლინგი, ვარდი, რუნი.
14 – “სუონსიმ” 14 ქულა მოიპოვა მას შემდეგ, რაც კარლოს კარვაჰალი თავკაცობს (4 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება). ეს უფრო მეტია, ვიდრე მანამდე 20 მატჩში მოპოვებული ქულები (3 მოგება, 4 ფრე, 13 წაგება).
0 – დევიდ მოიესს არასდროს მოუგია “ენფილდ როუდზე” (7 ფე, 8 წაგება). “ევერტონის”, “მანჩესტერის”, “სანდერლენდისა” და “ვესტ ჰემის” რიგებში.
7 – “სტოკ სიტიმ” მიმდინარე სეზონში 7 ავტოგოლი გაიტანა და ეს ყველაზე მაღალი შედეგია.
4326 – ტაირს კემპბელს პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა 4326 დღის შემდეგ, როდესაც მამამისმა, კევინ კემპელმა პრემიერლიგაში ბოლო მატჩი ჩაატარა (2006 წლის აპრილში “ნიუკასლთან”).
3 – შერდან შაქირიმ ზედიზედ სამ შეხვედრაში გაიტანა და ტოპ ჩემპიონატებში ასეთი კარგი სერია არასდროს ჰქონია.