ავტოსპორტი

1:30 | 27.02.2018 | ნანახია 552 - ჯერ

„ტორო როსო“ „ჰონდას“ ძრავით

„ტორო როსო“ არაა ტოპ გუნდი, მაგრამ მისი ახალი მანქანის წარდგენა მაინც საინტერესო იყო. უფრო სწორედ, მანქანის პიველი ტესტები. STR13-ის პრეზენტაცია სწორედ წინასასეზონო ტესტების დაწყებას დაემთხვა და საქმიან ვითარებაში, ბარსელონას მონტმელოს ტრეკზე გაიმართა.

„მეორე იტალიური გუნდი“ ახალ სეზონში „ჰონდას“ ძრავებით იასპარეზებს, რომლებმაც წინა სამ სეზონში „მაკლარენს“ სისხლი გაუშრო. იაპონური კომპანია „ტორო როსოსთან“ ერთად ახალ ცხოვრებას დაიწყებს და იმედოვნებს, რომ ამჯერად მაინც შეძლებს იმ პოტენციალის გამოყენებას, რომელმაც არაერთი ტიტული მოაგებინა.

„ტორო როსო“ კი იმედოვნებს, რომ „ჰონდას“ პროგრესთან ერთად, თავს დააღწევს პელოტონის კუდს. პრინციპში, გუნდის (რომელსაც ადრე მინარდი ერქვა) ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ძრავების მწარმოებლისთვის ის ერთადერთი პარტნიორია. თუმცა ეჭვის შეტანაც არ ღირს იმაში, რომ თუ „ჰონდა“ მოწოდების სიმაღლეზე იქნება, მისი მომხმარებელი „რდ ბულიც“ გახდბა და „ტორო როსოც“ ისევ „მეორეს“ როლს დაუბრუნდება.

„ტორო როსოს“ პილოტები ფრანგი პიერ გასლი და ახალზელანდიელი ბრენდონ ჰარტლი არიან, რომლებმაც გასულ სეზონში რუსი დანიელ კვიატი და ესპანელი კარლოს საინს უმცროსი შეცვალეს. გასლის 2016 წელს სერია GP2-ის ბოლო ტიტული (ბოლო იმიტომ, რომ ამჟამად მას ფორმულა 2 ჰქვია) აქვს მოპოვებული, ჰარტლიმ კი „პორშეს“ ეკიპაჟთან ერთად, ორჯერ მოიგო ლე მანის 24-საათიანი რბოლა.

Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:53 | 04.03.2018
Tom and Jerry (12)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.076446