ფეხბურთი

23:05 | 26.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კარასკო და გაიტანი ჩინეთში ითამაშებენ

მადრიდის “ატლეტიკომ” შემტევი ნახევარმცველები, ნიკოლას გაიტანი და იანიკ ფერეირა კარასკო ჩინეთში გაყიდა. ორივე მოთამაშე კარიერას სუპერ ლიგის “დალიან იფანში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია “ლეიბების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კარასკოს სანაცვლოდ “როხიბლანკო” 30 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო გაიტანის სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონი ევროა.

24 წლის კარასკო “ატლეტიკოში” 2015 წელს “მონაკოდან” გადავიდა და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 123 მატჩში 23 გოლის გატანა მოახერხა. ის მიმდინარე სეზონში 28-ჯერ გამოჩნდა მინდორზე, 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

გაიტანი მადრიდულ გრანდს 2016 წელს “ბენფიკადან” შეუერთდა და 50 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში მან 13-ჯერ ითამაშა და გოლი არ გაუტანია.

0.12111