ფეხბურთი

20:50 | 26.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ის გულშემატკივრების ახალი კერპი ხდება”

ბელგიურმა niusblad-მა სტატია გამოაქვეყნა გიორგი ჩაკვეტაძეზე. სათაური ასეთია: “ყველაფერი აუცილებელი, რაც უნდა იცოდეთ გიორგი ჩაკვეტაძეზე – გულშემატკივრების ახალ ფავორიტზე”.

სტატიაში აღნიშნულია “ბაიერნისგან” დაინტერსების ამბავიც და წერია, რომ მიუნხენური კლუბი 6 მილიონ ევროს იხდიდა ფეხბურთელში.

“დაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარი. “გენტის” 18 წლის ქართველმა “ვაასლანდ-ბევერენთან” გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა (ბოლო წუთზე საგოლე პასი - რედ). “გენტმა” მისი სახით, შესაძლოა, მომავალი ტოპ-ფეხბურთელი შეიძინა, რადგან დღესდღეობით ის მართლაც ტოპ-ტალანტია”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11077