ფეხბურთი

21:15 | 26.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

უსაინ ბოლტმა კონტრაქტი საფეხბურთო გუნდთან გააფორმა

ლეგენდარული სპრინტერი უსაინ ბოლტი საფეხბურთო კარიერას იწყებს. ამის შესახებ იამაიკელმა სპორტსმენმა სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო საზოგადოებას.

“კონტრაქტი საფეხბურთო კლუბთან გავაფორმე. სახელს კი, სამშაბათს, 8 საათზე გაიგებთ”, - წერს 31 წლის ლეგენდა.

ყველასთვის კარგად ცნობილი ამბავია, რომ ბოლტი ფეხბურთის დიდი მოყვარულია, ხოლო მისი საყვარელი გუნდი “მანჩესტერ იუნაიტედია”.

0.113659