მიუნხენის “ბაიერნს” ზაფხულში დიდი ალბათობით ახალი მწვრთნელი ეყოლება. როგორც ამჟამინდელმა თავკაცმა იუპ ჰაინკესმა განაცხადა, ყველაფერი კლუბის გადასაწყვეტია.
“მომავალში ყველაფერი კლუბის გადასაწყვეტია, სხვას ვერაფერს გეტყვით. ზაფხულში “ბაიერნს” მაღალი დონის მწვრთნელი ეყოლება”, - ციტირებს ჰაინკესის სიტყვებს Bild-ი.
შეგახსენებთ, რომ იუპ ჰაინკესმა “ბაიერნი” გასული წლის სექტემბერში ჩაიბარა და გუნდთან მოქმედი კონტრაქტი ივნისის ბოლომდე აკავშირებს. ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა 72 წლის სპეციალისტი მიუნხენურ გუნდში დამდეგ სეზონშიც.