უეფამ განიხილა კუნძულ ჯერსის თავის ორგანიზაციაში მიღების საკითხი. თუმცა შედეგი ნული – უარი.
“ჯერსი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის. ამასთან, მათი საფეხბურთო ასოციაცია ჩვენს ორგანიზაციაში მისაღებად აუცილებელ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. თუმცა თუ რაიმე შეიცვლება, განსახილველად მზად ვიქნებით” – განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა.
შეგახსენებთ, უეფამ ბოლოს კოსოვო მიიღო თავის ორგანიზაციაში. ეს 2016 წელს მოხდა.
ჯერსი კუნძულია ლა-მანშის სრუტეში. ჯერსიში დაახლოებით 100 000 ადამიანი ცხოვრობს.