ფეხბურთი

17:45 | 26.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანრი: “არსენალი”? რატომაც არა?!”

ბრიტანულ პრესაში უკვე ხშირად იწერება, რომ არსენ ვენგერის წასვლის შემდეგ, შესაძლოა, ტიერი ანრიმ გაწვრთნას ლონდონის “არსენალი”.

ანრი “არსენალის” ლეგენდაა და ამჟამად ბელგიის ნაკრებში მუშაობს მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის თანაშემწედ.

“რა თქმა უნდა, “არსენალის” გაწვრთნა საინტერესო პერსპექტივაა. თუმცა ჯერ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ბელგიის ნაკრებში ვმუშაობ და კონტრაქტი მაქვს. ისე, რატომაც არა?! და ვინ არ დაინტერესდებოდა “არსენალის” წინადადებით?!” - ამბობს ტიერი ანრი.

0.127786