საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი მაიკლ დიქსონი მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევი ეტაპის საუკეთესო მექულეა (ევროპის ზონაში). დიქსონმა განვლილ 4 შეხვედრაში 108 ქულა ჩააგდო (საშუალოდ მატჩში 27.0 ქულა).
მაიკლი 6 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ისლანდიელ მარტინ ჰერმანსონს, რომელმაც 102 ქულა მიითვალა (25.5 ქულა საშუალოდ). გარდა ამისა, დიქსონი საშუალოდ შეხვედრაში 4.5 მოხსნასა და 5.5 გადაცემას აგროვებს.
27 წლის კალათბურთელმა გერმანიასთან თბილისში 26 ქულა ჩააგდო, სტუმრად კი 23 ქულა, ავსტრიის ნაკრებთან ასევე 23 ქულა მოიპოვა, ხოლო სერბეთთან 36 ქულა მოუტანა გუნდს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩაღ დიქსონი
+1
ყოჩაღ
მარტომ ითამაშა ლამის გერმანიასთან
რა უნდა ამ კაცს თურქეთის მეორე ლიგაში? სად ტრ-ში იყურებიან ეს ევროპული კლუბები?
დროებითია ჯიგარო მანდ 6 თვიანი კონტრაქტი აქვს მეტი კი არა და მერე მაგარ გუნდსჰი გადავა
ერთის მხრივ ცუდიც არაა, არც ამას არ გამოუშვებდნენ ევროპაში რომ ყოფილიყო და დიდი ალბათობით ავსტრიასთანაც წავაგებდით დიქსონის გარეშე, ისედაც ვეღარ გავდივართ მაგრამ ნაკრები ქვეყნის პრესტიჟის ამბავია და მთლად შევრცხვებოდით.
დიქსონი ეხლა გადავიდა თურქეთში. მანამდე სფრანგეთში იყო და პირველ თამაშებზეც იქიდან ჩამოვიდა. ვერ ჩამოდიან ევროლიგაზე მოთამაშე გუნდებიდან