ჭადრაკი

16:50 | 26.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონობა მეორედ

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 75-ე ჩემპიონატი ნინო ბაციაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ბათუმელმა საერთაშორისო დიდოსტატმა მეორედ მოიპოვა ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტული.

ნინომ, პირველობა საქართველოს 2017 წლის ჩემპიონ ბელა ხოტენაშვილთან ერთად გაინაწილა და უკეთესი დამატებითი მაჩვენებლების გამო ჩემპიონობაც დაისაკუთრა. ამასთანავე, რვა ქულა შემატა თავისს ისედაც მაღალ რეიტინგს და მსოფლიოში მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა.

მესამე ადგილზე ლელა ჯავახიშვილი გავიდა 6 ქულით. მან ბოლო ტურში დაძაბულ ბრძოლაში სალომე მელია დაამარცხა.

5,5-5,5 ქულით IV-V ადგილები გაინაწილეს მერი არაბიძემ და სალომე მელიამ. აღსანიშნავია, რომ მელია მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ლიდერობდა და რომ არა ბოლო სამ ტურში განცდილი სამი მარცხი, ჩემპიონობის რეალური კანდიდატი იყო.

მეცხრე ტური:

ჯავახიშვილი ლელა (2463) 1:0 მელია სალომე (2404)

არაბიძე მერი (2356) 1:0 გვეტაძე სოფიო (2297)

წერეთელი თამარ (2332) 1:0 ხომერიკი ნინო(2303)

მიქაძე მირანდა (2258) 0:1 ბაციაშვილი ნინო (2504)

ხოტენაშვილი ბელა (2487) ½:½ ფურცელაძე მაკა(2346)

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა

1. ბაციაშვილი ნინო (2504) – 7 ქულა;

2. ხოტენაშვილი ბელა (2487) – 7 ქულა;

3. ჯავახიშვილი ლელა (2463) – 6 ქულა;

4. არაბიძე მერი (2356) - 5,5 ქულა;

5. მელია სალომე (2404) - 5,5 ქულა;

6. გვეტაძე სოფიო (2297) - 4,5 ქულა;

7. მიქაძე მირანდა (2258) - 3,5 ქულა;

8. ხომერიკი ნინო (2303) - 2 ქულა;

9. ფურცელაძე მაკა (2346) - 2 ქულა;

10.წერეთელი თამარ (2332) - 2 ქულა.

gcf.org.ge

0.114308