ფეხბურთი

16:01 | 26.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის ფენტეზიმ ახალი სეზონი დაიწყო

ეროვნული ლიგის დაწყებამდე, სტარტი აიღო ფენტეზი ლიგამ. გულშემატკივრებს უკვე შეუძლიათ სასურველი ფეხბურთელების შერჩევა და გუნდების დაკომფლექტება. ასევე მათი საყვარელი კლუბების და ეროვნულ ლიგებში გაწევრიანება.

ფენტეზის პირველი სეზონი შარშან ეროვნული ლიგის პარარელურად მიმდინარეობდა და გულშემატკივრებში საკმაოდ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, საბოლოოდ პროექტში დაახლოებით 4 000 ადამიანი ჩაერთო და მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდნენ. საბოლოოდ გამარჯვებულები ფეხბურთის ფედერაციამ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე დააჯილდოვა და ფულადი პრიზები გადასცა. ( I ადგილი 3000 ლარი, II ადგილი 2000 ლარი, III ადგილი - 1000 ლარი ).

Eliga.fantasy.ge - ამ მისამართზე შესვლისას, რეგისტრაციის გავლის შემდეგ უკვე ლიგის მონაწილე ხდებით და სასურველი გუნდის დაკომპლექტებას იწყებთ. ფენტეზი ლიგის პარარელურად შეგიძლიათ მეორე თამაშში "ჩემს პროგნოზშიც" ჩაერთოთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136808