ვეტერანმა ბრაზილიელმა პორნოვარსკვლავმა, ოლივია დელ რიომ მას შემდეგ, რაც აღიარა, რომ მისმა საუკეთესო წლებმა მძლავრ მოძრაობებში გაიარა, მაიამის ლაჟვარდოვან სანაპიროსა და ევროპაში მშვიდად ცხოვრებას, სამშობლოში დაბრუნება არჩია და დაბრუნებისთანავე, თავი საფეხბურთო კლუბ “კრუზეიროს“ დიდ ქომაგად გამოაცხადა.
სიტყვა “გამოაცხადა“ ვთქვით იმიტომ, რომ აქამდე დეიდა ოლივიასგან ამ კლუბისადმი დიდი დაინტერესება არავის სმენია. თუმცა, როგორც თავის საქმეში ერთ დროს შეუდრეკელი და მრავლისმხილველი დელ რიო ამბობს, მას ფეხბურთისაკენ ყოველთვის მიუწევდა გული, მაგრამ უბრალოდ აღარ რჩებოდა ამისათვის დრო.
ისე აბა როგორ დარჩებოდა დრო? მაშინ, როდესაც “კრუზეირო“ ბურთს აგორებდა, ოლივია დელ რიო დიდ ოფლისღვრაში იყო ჩართული და ფეხბურთისთვის ეცალა კი არა, სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს - დაღლილს და გასავათებულს იმის თავიც კი არ ჰქონდა კვერცხი შეეწვა. ანდა რაღა კვერცხი უნდოდა...