კალათბურთი

19:49 | 25.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო გერმანიასთან პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ამ წუთებში თბილისის სპორტის სასახელში გერმანიის ნაკრებს უპირისპირდება. პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები საკმაოდ კომფორტული უპირატესობით ლიდერობენ – 51:38.

გერმანიის ნაკრებმა შეხვედრა საქართველოზე გაცილებით უკეთ დაიწყო და მალევე 7 ქულიანი გაქცევა მოახერხა. აღნიშნული ჩამორჩენა ილიას ზუროსის გუნდმა პერიოდის დასრულებამდე ვერ მოახერხა. სამაგიეროდ იმედისმომცემად დაიწყო მეორე მეოთხედი, როდესაც მასპინძლებმა 5 ქულამდე შეამცირეს ჩამორჩენა, თუმცა გერმანიამ თამაშში დაბრუნება ისევ მოახერხა და მეორე პერიოდიც მოიგო. საბოლოოდ დიდ შესვენებაზე ილიას ზუროსის გუნდი 13 ქულიანი ჩამორჩენით გავიდა.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო მიხეილ ბერიშვილია 12 ქულაა, ხოლო გოგა ბითაძემ 7 ქულა დააგროვა. გერმანელთა რიგებში კი ბართელია გამორჩეული 10 ქულით საიბუსა და რობინ ბენზიგმა კი 8-8 ქულა შესძინეს საკუთარ გუნდს.

საქართველო – გერმანია 38:51 (17:27, 21:24)

0.113841