არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" შემტევმა ლიონელ მესიმ ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში "ჟირონასთან" მოგებულ შეხვედრაში (6:1) დუბლი გაიფორმა და ლა ლიგაში 36-ე გუნდს გაუტანა გოლი, რაც ტურნირის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. აღნიშნული ინფორმაცია "ბლაუგრანას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
აქამდე, ყველაზე მეტი (35) გუნდის კარი მადრიდის "რეალის" თავდამსხმელ რაულ გონსალესს და "ბილბაოს" შემტევ არიც ადურისს ჰქონდა აღებული. მესიმ მიმდინარე სეზონში 38 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.