კატალონიის "ბარსელონამ" ლა ლიგის 25-ე ტურში "ჟირონა" 'კამპ ნოუზე" 6:1 დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 32-მატჩიანი წაუგებელი სერიით საკლუბო რეკორდი დაამყარა. "ჟირონასთან" შეხვედრაში ჰეთ-თრიკი ლუის სუარესმა შეასრულა, მესიმ დუბლი გაიფორმა, ხოლო ერთი გოლი ფილიპე კოუტინიოს ანგარიშზეა.
"ბლაუგრანას" 31-მატჩიანი წაუგებელი სერია პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობის დროს 2010/11 წლების სეზონში ჰქონდა. ლა ლიგის აბსოლიტური რეკორდი კი "სოსიედადს" ეკუთვნის, რომელმაც 1979/80 წლების სეზონში 38 შეხვედრაში მარცხი არ განიცადა.