მსოფლიოს ნომერ მეოთხე ჩოგბურთელმა ელინა სვიტოლინამ დუბაის ტურნირი მოიგო და კარიერაში მე-11 ტიტული დაისაკუთრა.
ფინალში სვიტოლინამ რუსი დარია კასატკინა 6:4, 6:0 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 12 წუთს გაგრძელდა. ელინამ 10-დან 4 ბრეიკი შეასრულა, დარიას კი მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ისიც ვერ გამოიყენა.
სვიტოლინამ ზედიზედ შვიდი ფინალი მოიგო, რაც საუცხოო შედეგია.
უკრაინელმა ამ გამარჯვებით 470 სარეიტინგო ქულა და 465 480 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.