ფეხბურთი

2:52 | 25.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგას გოლები გაუწყრა

გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურის მეორე სათამაშო დღე ერთობ მწირი შედეგიანობით გამოირჩა. 5 მატჩი და 5 გოლი. ეს ბუნდესლიგისთვის მართლაც არადამახასიათებელია.

თავიდანვე ვთქვათ, რომ დასრულდა მიუნხენის “ბაიერნის” სერია – ზედიზედ 14 გამარჯვება (ყველა ტურნირის ჩათვლით, 10 ბუნდესლიგაში). იუპ ჰაინკესის გუნდმა აქამდე ბოლოს ქულები 25 ნოემბერს, გლადბახში დაკარგა. ამჯერად კი, შინ ბერლინის “ჰერტას” ვერ დააკლო ვერაფერი (0:0). თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ “რეკორდმაისტერი” უმოტივაციოდაა დარჩენილი და შესაძლოა ყურადღებაც გაეფანტა. ისე კი, აფერუმ “ჰერტას”! დედაქალაქელებს “ბაიერნთან” უკვე ზედიზედ 3 მატჩი არ წაუგიათ.

სხვა მატჩებს რაც შეეხება – “გლადბახმა” ჰანოვერში მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ბრძოლას კვლავ აგრძელებს. ერთადერთი გოლი კრამერმა გაიტანა და სხვათა შორის, ეს მისთვის პირველი გოლი გამოდგა, რომელიც საჯარიმოს გარედან გაიტანა. მორიგი სასიცოცხლო სამი ქულა ირგუნა “ვერდერმა”, ხოლო “ჰამბურგი” ისევ ნულზე დარჩა და ჩრდილოელები მეორე ბუნდესლიგისკენ დიდი სსისწრაფით მიექანებიან. რა ეშველება “ჰამბურგს”, არავინ უწყის.

“შტუტგარტმა” მესამე ადგილოსან “აინტრახტს” აჯობა შინ და გასავარდნ ზონას საბოლოოდ მოსცილდა, ხოლო ფრანფურტელები ისევ მესამეზე არიან, მაგრამ კონკურენტებს ამ ტურში ჯერ კიდევ სათამაშო აქვთ. ზინსჰეიმში კი, “ჰოფენჰაიმმა” და “ფრაიბურგმა” გოლები გაცვალეს და ქულები გაიყვეს.

“ბაიერნი” – “ჰერტა” 0:0 (0:0)

“ჰანოვერი” – “გლადბახი” 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 კრამერი (72)

“ჰოფენჰაიმი” – “ფრაიბურგი” 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 კრამარიჩი (57), 1:1 პეტერსენი (66, პენ)

“შტუტგარტი” – “აინტრახტი” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ტომი (13)

“ვერდერი” – “ჰამბურგი” 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 დრონგელენი (86)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110449