ბელგიის იუპერ ლიგაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა "გენტმა", რომელმაც სტუმრად "ბევერენი" დაამარცხა (2:1). "გენტის" ფეხბურთელებმა გამარჯვების გოლი მსაჯის მეორე დამატებულ წუთზე გაიტანეს, კერძოდ, რომან იერემჩუკმა.
უკრაინელ ნახევარმცველს კი საგოლე პასი ჩვენებურმა გიორგი ჩაკვეტაძემ გაუკეთა. 18 წლის ქართველი მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი მარცხდებოდა. გიორგიმ თამაში გაამწვავა და ამჯერადაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ბოლოს კი, გადამწყვეტი სიტყვაც თქვა.
"გენტს" სატურნირო ცხრილში 28 ტურში მოპოვებული 47 ქულით მესამე ადგილი უკავია.