მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგაში მოგებათა სერია შეწყვიტა. "რეკორდმაისტერებმა" შინ "ჰერტა" მიიღეს და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. იუპ ჰაინკესის გუნდმა ბოლო ქულები 2017 წლის 25 ნოემბერს დაკარგა, როდესაც "გლადბახთან" სტუმრად 1:2 წააგო, მას შემდეგ კი გერმანიის ჩემპიონატში ზედიზედ 10 მატჩი მოიგო.