ფრანგი ფეხბურთელი სამირ ნასრი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ვერსად ითამაშებს. როგორც Marca იუწყება, დოპინგის მიღების გამო უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ნასრი დასაჯა და აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად ორშაბათს დადასტურდება.
2016 წელს ნასრიმ აშშ-ში იმკურნალა და როგორც აღმოჩნდა ფრანგმა მალულად დოპინგიც მიიღო. მაშინ შემტევი "სევილიაში" თამაშობდა და ესპანეთის ანტი-დოპინგურმა სააგენტომ საქმის განხილვა დაიწყო. ნასრის ადვოკატმა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გამოძიების გაუქმება რამდენჯერმე მოითხოვა. თავდაპირველად ნასრი ორი წლით უნდა დასჯილიყო, თუმცა საბოლოოდ დისკვალიფიკაცია ერთი წლით შეუმცირდა.
სამირი ბოლოს "ანთალიასფორში" თამაშობდა და კლუბი 31 იანვარს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ნასრი "ლას პალმასთან" აწარმოებდა მოლაპარაკებას და თუ Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება, ფრანგს ერთი წლით მოუწევს დასვენება.