ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ ფედერიკო ბერნარდესკის ტრავმა უფრო სერიოზული გამოდგა, ვიდრე ვარაუდობდნენ. როგორც “ბებერი ქალბატონის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, შესაძლოა 23 წლის შემტევს ოპერაციის გაკეთება დასჭირდეს.
“20 დღის შემდეგ კიდევ ერთი გამოკვლევა ჩაუტარდება და თუ თერაპია კარგად იქნება შესრულებული, შესანიშნავ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპერაცია დასჭირდება. სამწუხაროდ, ფედერიკოს მდგომარეობა ასეთია”, - თქვა ალეგრიმ “ატალანტასთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
გარდა ამისა, მან სხვა საკითხებზეც ისაუბრა:
“იგუაინს სერიოზული არაფერი სჭირს, მაგრამ ხვალ მისი თამაში თითქმის გამორიცხულია. დე შილიოსაც პრობლემა აქვს და მომდევნო კვირაში გვეცოდინება ზუსტი პასი, ხოლო კუადრადოს დაბრუნებამდე ჯერ კიდევ ძალიან ადრეა. მატუიდი და მანჯუკიჩი კი, სათამაშოდ მზად არიან.
დიბალა? – წინ ოთხი უმნიშვნელოვანესი თამაში გველოდება და გაუჭირდება ყველა მატჩში 90 წუთის თამაში მას შემდეგ, რაც 45 დღე გაუცდა. ამიტომაც, კარგად უნდა მოვიფიქრო, როგორ გავუნაწილო სათამაშო დრო”, - აღნიშნა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, ბერნარდესკიმ მუხლის ტრავმა ერთი კვირის წინ “ტორინოსთან” მატჩში მიიღო.მის გარდა, ტურინელთა ლაზარეთში მატია დე შილიო, ხუან კუდრადო და გონსალო იგუაინი არიან. “ტოტენჰემთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური შეხვედრას “პიპიტას” გარდა ყველა ზმეოხსნებული ფეხბურთელი გამოტოვებს.