მადრიდის “რეალი” რომის “ლაციოს” ნახევარმცველ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენას გეგმავს. ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სერბი ფეხბურთელი “რეალისთვის” პრიორიტეტული იქნება.
უახლოეს მომავალში მადრიდელები იტალიელებთან მოლაპარაკეკებსაც დაიწყებენ, ხოლო შესაძლო ტრანსფერის ღირებულება 170 მილიონ ევოს შეადგენს. სწორედ ამ თანხას ითხოვს კლაუდიო ლოტიტო, “ლაციოს” პრეზიდენტი. აღსანიშნავია, რომ სერგეი რომაელებმა 2015 წელს “გენკიდან” 18 მილიონად შეიძინეს.
სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი მიმდინარე სეზონს შესანიშნავად ატარებს და “რეალის” გარდა “ლივერპულს”, “ჩელსის”, “მანჩესტერს”, “იუვენტუსსა” და პსჟ-ს უკავშირებენ.
“ლაციოს” სერბი ფეხბურთელი წლეულს 32 შეხვედრაში გატანილი 9 გოლითა და 6 საგოლე პასით შეეწია.