მიუნხენის “ბაიერნის” მეკარე მანუელ ნოიერი ვარჯიშს მარტის ბოლოს დაიწყებს, ხოლო თამაში აპრილის მიწურულს შეეძლება. აღნიშნულ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს. ნოიერი ამჟამად ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.
შეგახსენებთ, 31 წლის მეკარემ გასული წლის აპრილში მარცხენა ფეხი მოიტეხა და მოედანს სექტემბერში დაუბრუნდა, მაგრამ მალევე ტრავმა გაუმიზეზდა ოპერაციის გაკეთება მოუხდა.
ამ ეტაპზე ნოიერისა და “ბაიერნის” სამედიცინო შტაბის მთავარი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მწყობრში ჩადგომაა.