ფეხბურთი

14:29 | 24.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

იუპ ჰაინკესი: "ლევანდოვსკი არ იყიდება!"

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა უარყო გავრცელებული ხმები რობერტ ლევანდოვსკის “რეალში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. გამოცდილი სპეციალისტის განცხადებით, “ბაიერნი” გამორჩეულ ფეხბურთელებს არ ყიდის.

“ჩვენ საუკეთესო ფეხბურთელებს არ ვყიდით და ჩვენთან რჩებიან. ვერ წარმომიდგენია, რომ ლევანდოვსკი დაგვტოვებს. ამასთან, აგენტის შეცვლა არმაგონია გუნდის დატოვებით იყოს გამოწვეული. ეს ნორმალურია და ფარულ მნიშვნელობას ვერ ვხედავ. კლუბს არ აინტერესებს ვინ იქნება მისი აგენტი”, - ციტირებს ჰაინკესის სიტყვებს As-ი.

შეგახსენებთ, რობერტ ლევანდოვსკიმ აგენტი, რომელთანაც 10 წელი თანამშრომლობდა, დაითხოვა. ამის შემდეგ დაირხა ხმები, რომ პოლონელმა ეს გუნდის გამოცვლის მიზნით გააკეთა, რადგან უფრო ძლიერ ჩემპიონატში სურს თამაში.

გარდა ამისა, გაიჟღერა “რეალის” ინტერესმაც, თითქოს, “სამეფო კლუბი” რობერტს 150 მილიონი ევროს სანაცვლოდ ზაფხულში გაიფორმებდა.

0.113973