“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი პოლ პოგბა საფრანგეთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია. 24 წლის ფეხბურთელმა ლეგენდარულ კალათბურთელ ტონი პარკერს აჯობა, რომელიც აღნიშნულ ნუსხას გასულ წელს ლიდერობდა.
L’Equipe-ს ინფორმაციით, პოგბას შემოსავალი წელიწადში 22.2 მილიონი ევროა, ხოლო პარკერის – 19.7 მილიონი.
მესამე ადგილზეა “ატლეტიკოს” შემტევი ანტუან გრიზმანი (19.1მილიონი), შემდეგ მოდიან ნიკოლა ბატუმი (18.9 მილიონი) და ქარიმ ბენზემა (16.3 მილიონი). აღსანიშნავია, რომ მოწინავე ათეული მთლიანად ფეხბურთელებით და კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული.